ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყანაში პირველი ადამიანია, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზა მიიღო.
71 წლის ნეთანიაჰუმ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
"მოვითხოვე ავცრილიყავი პირველი, რათა განახოთ პირადი მაგალითი და გაგამხნევოთ ვაქცინაციისთვის", - უთხრა პრემიერმინისტრმა მოსახლეობას.
ისრაელში იმუნიზაცია დღეიდან იწყება - ვაქცინა ჯერ 10 კლინიკაში ჩაეშვება და უპირველესად ექიმებისა და მაღალ რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ცნობისთვის, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირველმა დიდმა ბრიტანეთმა დაამტკიცა და აცრა 8 დეკემბერს დაიწყო.
მოგვიანებით ვაქცინა დაამტკიცა აშშ-მაც.
აქვე - მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანებმა კორონავირუსის ვაქცინა არ უნდა გაიკეთონ.
Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა - საბოლოო შედეგების მიხედვით - 95%-ით ეფექტურია