მექსიკაში 32 წლის ექიმი კორონავირუსის ვაქცინით აცრის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

მექსიკაში სწავლობენ შემთხვევას, რა დროსაც 32 წლის ექიმი Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინით აცრის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს - მას გაუჭირდა სუნთქვა და კანზე გამონაყარი დაეწყო. 

"საწყის ეტაპზე დიაგნოზი ენცეფალომიელიტია (თავისა და ზურგის ტვინის ერთობლივი ანთება)", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

მისივე თქმით, ექიმი ალერგიულია, თუმცა აქამდე არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ ამის მიუხედავად, ვაქცინის დოზის მიღების შემდეგ ვინმეს ტვინის ანთება განვითარებოდეს.

თავის მხირვ, Pfizer-BioNTech-ის კომენტარი მომხდარზე ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, მექსიკაში კორონავირუსისგან 126 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ვაქცინის დისტრიბუცია ქვეყანაში 24 დეკემბერს დაიწყო და პირველ რიგში იმუნიზაციაში ექიმები ჩაერთვნენ.

შეგახსენებთ, რომ მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანებმა კორონავირუსის ვაქცინა არ უნდა გაიკეთონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი