იაპონიის პრემიერმინისტრის, იოშიჰიდე სუგას, თქმით, ტოკიოს ერთ ნაწილში, შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. შეზღუდვები ქალაქის იმ ნაწილს შეეხება, რომელზეც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ნახევარი მოდის.
იაპონიის მთავრობა, ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასარიდებლად, სიფრთხილით უდგებოდა დამატებით შეზღუდვების დაწესებას, თუმცა მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ვირუსის გავრცელებას ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვეღარ უმკლავდება.
"დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ახალი წლის სამდღიან არდადეგებზეც კი არ შემცირდა... ვგრძნობთ, რომ უფრო მკაცრი მესიჯია საჭირო", - ამბობს იოშიჰიდე სუგა.
აქვე გეტყვით, რომ ევროპის 8 ქვეყნის შემდეგ კორონავირუსის ახალი შტამი იაპონიაშიც დაფიქსირდა. დღეს მონაცემებით ქვეყანაში სულ 242 ათასზე ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, გარდაიცვალა - 3 369, ხოლო 196 ათასი გამოჯანმრთელდა.