პანდემიის ფონზე მოსახლეობა გაღარიბდა ამ დროს კი  ბიძინა ივანიშვილის ქონება 100 მილიონი დოლარით გაიზარდა.

"მაშინ როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს, ბიზნესი გაჭირვებაშია, გასაკვირი არ არის, რომ  ბიძინა ივანიშვილის ქონება იზრდება, იმიტომ რომ მთელი ქვეყანა შ.პ.ს.–დ გაადააქცია, მილიონობით კვადრატული მიწა აქვს პრივატიზებული, აუცილებლად დადგება ამ ქმედების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან ივანიშვილს მიტაცებული აქვს სახელმწიფო" – ამბობს ენმ–ს წევრი ლევან ბეჟაშვილი

პოლიტიკოსების თქმით, ივანიშვილს საქართველოს ფორმალური მმართველობა სწორედ იმისთვის სურს, რომ ბევრი მილიონი დააგროვოს. 

"რთულია პანდემიის დროს, გაგებით მოეკიდო იმას, რომ ამ კატასტროფული გაჭირვების ფონზე, ამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი მდიდრდება, როგორ დააგროვა ქონება, ეს კითხვა შედგება ორი ნაწილისგან, პირველი 2012 წლამდე, როდესაც ის რუსეთში აკეთებდა საკუთარ ბიზნესს, ჩემთვის უფრო საინტერესოა, რა ხდება 2012 წლის შემდეგ, როდესაც ივანიშვილი მოდის ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და როგორ აგროვებს ის ამ ქონებას, მთავარი მოტივაცია, რის გამოც მას უნდა ამ ქვეყნის მხოლოდ ფაქტობრივი მმართველი იყოს, და არა სხვა პოზიციის დამკავებელი, იმიტომ რომ მისთვის ეს ბევრად კომფორტულია, არის ის რომ, კარგი გარემო იყოს ბევრი მილიონის დაგროვებისთვის" – ამბობს "ლელოს" წევრი ანი მიროტაძე

"გირჩში" ამბობენ, რომ ივანიშვილი ზრუნავს მხოლოდ საკუთარ ბიზნესზე და არა პოლიტიკაზე. 

"როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს, აქვს კარგი ბიზნეს ალღო, უკეთეს ინვესტიციებს აკეთებს, ქვეყანას არ ეტყობა, რადგან როგორც პოლიტიკოსს ეს ალღო არ გააჩნია." – ამბობს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი

საქართველოს მოქალაქეები უკიდურეს გაჭირვებაზე, უიმედობაზე, უსამსახურობაზე საუბრობენ - " ჩვენ რა გვეშველება საწყალ ხალხს ..." - ამბობს ერთერთი რესპონდენტი "მთავართან" საუბრში

ცნობისთვის, ივანიშვილი მსოფლიოს მილიარდერთა სიაში 459-ე ადგილზეა. თუ ნოემბრის ბოლოს, ოლიგარქის ქონება 5.57 მილიარდი დოლარი იყო, 4 იანვარს მისი ქონება 5.67 მილიარდი დოლარია.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი