
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, სადაც "პატირიოტთა ალიანსიდან" 3 დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს კენჭი უყარეს თქვა, რომ ახალ უკვე დარბაზში ოპოზიციაც იქნება წარმოდგენილი. დღეიდან, 5 იანვრიდან, "პატრიოტთა ალიანსიდან" გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი უკვე დეპუტატები არიან.
"უკვე ოპოზიცია წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო სხდომებში და საპარლამენტო საქიმანობაში", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამავე თემაზე პარლამენტის გადამდგარმა თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" რუსული შემადგენელი პარლამენტში არ შევიდა და მე-10 მოწვევის პარლამენტში არცერთი ღიად პორურსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს კენჭი დღეს, 5 იანვარს უყარა.
ფროდონ ინჯიამ პარლამენტში შესვლასთან ერთად პარტია დატოვა და განაცხადა, რომ ახალ გაერთიანებას, "ევროპელ სოციალისტებს" ქმნის.
დავით ზილფიმიანმა კი მედიასთან საუბრისას მმართველი გუნდის მხრიდან ყველანაირი ზეწოლა გამორიცხა და აღნიშნა, რომ ის "მართული ადამიანი არაა" და მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს.