ჩეჩნეთის მთავრობის წარმომადგენლები მეუბნებოდნენ, ბოკოვის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმეცა - მოწმე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტის გიოგრი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე ბრადებული, ვასამბეგ ბოკოვის, იგივე მაგომედ გუციევის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში დღეს, 6 იანვარს ახალი აღიარებით დაიწყო - სასამართლო დარბაზში პირველი მოწმე ჰასან ხალიდოვი დაიკითხა.

ხალიდოვი ჯერ კიდევ "შაბათის მთავართან" ინტერვიუში ერთი თვის წინ ყვებოდა, რომ მის ოჯახს ჩეჩნეთში ემუქრებოდნენ, იმის გამო რომ ის ერთადერთი იყო, ვისთანაც თბილისში მყოფი გუციევი საყოფაცხოვრებო თემებზე კონტაქტობდა. ახლა კი მოწმის ჩვენებით გაირკვა, რომ ჩეჩნეთში მის ოჯახზე ზეწოლას ჰოქნდა კიდევ ერთი კონრკეტული მიზანი ჰქონდა. მის ნათესავებს კადიროვის ხელისუფლების წარმოამდგენლები ეუბნებოდნენ, რა უნდა ეთვა მოწმეს თბილისში გამართულ სასამართლოზე. 

ჰასან ხალიდოვმა დაასახელა კონკრეტული სახელები და გვარები კონკრეტული სახელები და გვარები ჩეჩნეთის მთავრობიდან, რომლებიც მის ნათესავებთან მიდიდოდნენ და ბოკოვის, იგივე გუციევის დაკავების ამბავზე ესაუბრებოდნენ. ხალიდოვი არ აკონკრეტებს, რა უთხრეს მის ოჯახის წევრებს, რომ სასამართლო პროცესზე ეთქვა, თუმცა ამბობს, რომ ჩვენება ბოკოვის წინააღმეგ არ უნდა მიეცა. მოწმე ამბობს, რომ ოჯახის გარდა მაღალჩინოსნები მასაც დაუკავშირდნენ, თუმცა ამის მიზეზი მისთვისაც გაუგებარი იყო.

"ბოკოვის დაკავების შემდეგ ჩეჩნეთში ჩემ ნათესავებთან მივიდნენ იქაური მთავრობის წარმომადგენლები, როგორც ვიცი, ერთ-ერთი კადრი დოკუზოვი იყო, ის რუსია, რუსების ჯალათია. ჩემს ახლობლებს ეუბნებოდნენ, რომ მე ვამხილე ახმედი დანაშაულში და მათი ინფორმაციით, მე ჩავაბარე ის პოლიციელებს. მეც დავაკავშირდნენ და მითხრეს, რომ სასამართლოზე ბრალდებულის საწინააღმდეგოდ არ უნდა მიმეცა ჩვენება, უნდა მეთქვა, ის რასაც მეტყოდნენ, მე საერთოდ არ ვიცოდი რა უნდოდათ, ამ კაცს ახმედის სახელით ვიცნობდი, გვარიც კი არ ვიცოდი მისი, მასთან ურთიერთობა მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი რას აპირებდა", - თქვა ჰასან ხალიდოვმა. 

მისივე განცხადებით, ბოკოვი, იგივე გუციევი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პანკისშიც დადიოდა, თუმცა იქ რას აკეთებდა, მისთვის უცნობია.

სასამართლო დარბაზში ბოკოვმა, იგივე გუციევმა თქვა რეპლიკა "ის რაც ხდება ჩეჩნეთში, რჩება ჩეჩნეთში". ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. 

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით - ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, "მთავარი არხის" ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.  

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმე ეხება გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადებას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქართველ სამართალდამცავებს უკრაინელმა კოლეგებმა გადასცეს. ჩვენი ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზარ კადრიოვის დაკვეთა იყო.

აქვე, 2020 წლის 27 ნოემბერს მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის. 

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი