ამერიკული დემოკრატია უპრეცედენტო შეტევის ქვეშაა - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებს საგანგებო ბრიფინგით ეხმიანება

"ყველა ხედავთ იმას, რასაც მე. ამერიკული დემოკრატია უპრეცედენტო შეტევის ქვეშაა. თანამედროვეობაში მსგავსი არაფერი გვინახავს. ესაა თავდასხმა თავისუფლების ციტადელზე, კაპიტოლიუმზე, თავდასხმა ხალხის წარმომადგენლებზე, კაპიტოლიუმის პოლიციელებსა და საჯარო მოხელეებზე. ესაა თავდასხმა აშშ-ის ყველაზე წმინდა საქმიანობაზე, ხალხის საქმის კეთებაზე. კაპიტოლიუმის ქაოსი არ ასახავს ამერიკას, არ ასახავს იმას, ვინც ჩვენ ვართ. ეს ქაოსი ახლავე უნდა დასრულდეს! დემოკრატია უნდა წავიდეს წინ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგია ან ცუდია პრეზიდენტი, მისი სიტყვები მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ ტრამპს, გამოვიდეს ახლავე ტელევიზიით, შეასრულოს ფიცი და დაიცვას კონსტიტუცია", - ამბობს ბაიდენი

ბოლო მოვლენები აშშ-დან: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი