სულ ცოტა 2 კვირით დავბლოკეთ ტრამპის ფეისბუქ და ინსტაგრამ ანგარიშები – ცუკერბერგი

გამოქვეყნდა:

მარკ ცუკერბერგი, მისივე დაფუძნებულ ფეისბუქზე, წერს, რომ ფეისბუქის გუნდის გადაწყვეტილებით, აშშ–ის მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ფეისბუქის და ინსტაგრამის ანგარიშები დაებლოკება სულ ცოტა 2 კვირით.

"პრეზიდენტისთვის ფეისბუქის გამოყენების უფლების გაგრძელება სარისკოა, მისი ფეისბუქის და ინსტაგრამის ანგარიშებს ვბლოკავთ, სულ ცოტა ორი კვირით ან ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებამდე, არ დავუშვებთ ჩვენი პლატფორმის, დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ ძალადობაში, გამოყენებას" , – წერს ცუკერბერგი ფეისბუქზე.

აშშ–ში კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას, ცუკერბერგი შოკისმომგვრელ მოვლენას უწოდებს და ამბობს, რომ ტრამპი ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების წინააღმდეგ, ყველაფერს აკეთებს.

ასევე,ფეისბუქის გადაწყვეტილებით  დონალდ ტრამპის გუშინდელი პოსტებიც  წაიშალა. ცუკერბერგის თქმით, ტრამპის პოსტები, აშშ–ში კაპიტოლიუმში თავდამსხმელებს უჭერდა მხარს.

Facebook-დან წაშლილია პრეზიდენტ ტრამპის ვიდეო მიმართვა, დაბლოკილია ტვიტებიც

ცუკერბერგის პოსტი:

აშშ-ის მოვლენები თანმიმდევრობით: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი