ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის განცხადებით, სახატვრო ხელმძღვანელად ქართველ პრიმა-ბალერინა, ნინო ანანიაშვილთა კონტრაქტს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაცია თეატრმა საკუთარ საიტზე განათავსა.

"მანამდე არაერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიიწვიეს NOVAT–ის საბალეტო დასის ხელმძღვანელად. თეატრის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ხელმძღვანელის სახელის გამოცხადება მისი გუნდის წინაშე ოფიციალური წარდგენამდე, ეს დასის უპატივცემულობაა. ამიტომ, იძულებულნი ვართ შეაჩეროთ დადებული ხელშეკრულება, სანამ არ გაირკვევა ამ ინფორმაციის საჯარო სივრცეში გამოჩენის ყველა გარემოება", - წერია განცხადებაში. 

თეატრი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას იანვრის შუა რიცხვებში, სამხატვრო ხელმძღვანელთან ნინო ანანიაშვილის შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ 2021 წლიდან რუსეთის ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი იქნებოდა. ამ თემაზე მან "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბრა. 

გადაწყვეტიელბას არაერთი სფეროდან მოჰყვა კრიტიკა, თავად ანანიაშვილმა კი განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა პარალელურად ქართული დასის ხელმძღვანელადაც დარჩებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი