პირველი გაფრთხილება ბაიდენის ადმინისტრაციიდან - ქართველი ექსპერტები გრეგორი მიქსის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ქართველი ექსპერტები აშშ-ს კონრესის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებას ეხმაურებიან. მათი თქმით, გასათვალისწინებელია გრეგორი მიქსის გამოსვლის დრო და კონტექსტი. 

იმ ფონზე როცა აშშ-ში დაძაბეული პოლიტიკური ვითარებაა და ძალაუფლების გადაბარება ტრამპიდან ბაიდენზე, არეულობის ფონზე მიმდინარეობს, საყურადღებოა, რომ სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის იცლის.

მათივე თქმით, რეალურად ეს არის პირველი გაფრთხილება საქართველოსთვის, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციიდან.

მათივე შეფასებით, "ქართული ოცნება" აშშ-ს მკაფიო გზავნილებს არასერიოზულად ეკიდება.

"აშშ-ში როგორც ვითარდება მოვლენები და ამ დროსაც, როდესაც კონგრესის წარმომადგენლებს აქვთ სურვილი საქართველოს შესახებ ისაუბრონ, მისასალმებელი და დასაფასებელია"- ამბობს,ცრასამთავრობო ორგანიზაცია " სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი 

"პირველ რიგში კონგრესი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შეერთებული შტატების ურთიერთობას თავის პარტნიორებთან და სრულიად აშკარაა, რომ ამ ხელისუფლებას კონგრესის როლი საგარეო პოლიტიკის წარმოებაში არასდროს ესმოდა სწორად", - ამბობს დიპლომატი გიორგი ბადრიძე. 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, გრეგორი მიქსი - შტატებში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე - "ამერიკის ხმასთან" საქართველოსა და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ძალაუფლება მშვიდობიანად გადაეცეს

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი