სავაჭრო ცენტრებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ წესების დაცვა, ვმსჯელობთ ტრანსპორტზე - თურნავა

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, ამბობს, რომ მთავრობა მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმუშავებს 1 თებერვლიდან ასამოქმედებელ რეჟიმზე. აქედან გამომდინარე, ჯერ უცნობია, რა მხრივ შემსუბუქდება კოვიდრეგულაციები მომდევნო თვიდან. 

"არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, 1 თებერვლიდან რა რეჟიმიც ამოქმედდება, ამაზე ჩვენ ვიმუშვებთ დარჩენილ 2-3 კვირაში. ყველაზე დიდი ალბათობაა ვაჭრობა, რადგან დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ძალიან მკაცრად დაიცვან წესები, თუმცა მათ კიდევ შევხვდებით. ვმსჯელობთ მუნიციპალურ ტრანსპორტზე. მეტი კონკრეტიკა გამოიკვეთება ამ დღეებში. უნდა იყოს დაღმასვლა ინფიცირების სტატისტიკაში", - ამბობს თურნავა.

შეგახსენებთ, რომ არსებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი