პოლიტიკოსების აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა და ქონების ფორმალურად გადაფორმება "ქართუსთვის" აშშ–იდან სანქციების შიშით შეიძლება იყოს განპირობებული.
სალომე სამადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ტრამპის ადმინისტრაციასთან კავშირები ჰქონდა, ასევე პრემიერმინისტრი ბახტაძე ბრიუსელში ტრამპის სიძეს შეხვდა.
"ბიძინა ივანიშვილს არაფორმალური გზებით ჰქონდა კავშირი ტრამპის ადმინისტრაციასთან, ჩვენ ეს იმითიც ვიცით, რომ პრემიერმინისტრი ბახტაძე მიიწვიეს ბრიუსელში, აშშ–ის საელჩოში მიღებაზე რამდენიმე წლის წინ, იმისთვის რომ სპეციალურად შეხვედრა მოეწყოთ კუშნერთან, პრეზიდენტ ტრამპის სიძესთან, რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა საკუთარი გავლენა ჰქონოდა ტრამპის ადმინისტრაციაში, თუ ბიძინა ივანიშვილი უკვე კიდევ უფრო არაფორმალური პოზიციებიდან გააგრძელებს ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების და დემოკრატიის ჩახშობის პოლიტიკას, ამაზე ძალიან მწვავე რეაგირება ექნება აშშ–ის ახალ ადმინისტრაციას, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან, რომ ქველმოქმედების საფარქვეშ დაიცვას საკუთარი ქონება, პოტენციური სანქციებისგან" – ამბობს ენმ–ს წევრი სალომე სამადაშვილი
ექსპერტების აზრით, ივანიშვილის კომპანიებ შესძლოა საფრთხე დამუქრებოდა, ამიტომაც მან ქონება გადააფორმა.
"შუამავალი კომპანიები, თუ რამენაირად დაკავშირებულია ივანიშვილთან და მის კომპანიებთან, ეს რა თქმა უნდა გამოძიებული იქნება და აშშ–ის შესაბამის სამსახურებს ეს არ გამოეპარებათ, აქედან გამომდინარე თუ ის რამენაირად დაკავშირებულია, რა თქმა უნდა ეს შიში იქნება, რომ არ შეეხოს სანქციები მას და მის კომპანიებს, შესაძლოა ეს იყოს მიზეზი ამ ქონების გადაფორმების " , – ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი სერგო ჩიხლაძე
აშშ-მ უკრაინულ ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა - სანქცირებულია ყოფილი პროკურორი კონსტანტინ კულიკიც
არაა გამორიცხული ამერიკული სანქციები ბიძინა ივანიშვილსაც შეეხოს - რას ამბობენ ოპოზიციაში
ქონება, რომელიც ივანიშვილმა თავისივე "ქართუს" გადაუფორმა - მორიგი "ტრიუკი"