პრეზიდენტი, სამივე დონის სასამართლოთი მისჯილი აქვს, დევნაშია - ივანიშვილის წამოცდენა სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

მილიარდერმა, "ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში, ირიბად დაადასტურა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იდევნება. 

მისი ფრაზა, რომელიც ინტერვიუს იმ ნაწილში წარმოთქვა, როცა მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა, პრაქტიკულად, ემთხვევა ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლების მიერ იდევნება.

საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, როგორი წარმოდგენა ჰქონდათ ევროპასა და ამერიკაში, როგორ ახერხებდნენ ისინი, შავი თეთრად გაეყიდათ, რა ფესვები ამოვძირკვეთ ჩვენ ყოველგვარი განაკაწრის გარეშე. დღეს არც ერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი მას ხელს არ ჩამოართმევს. გაიხსენეთ, რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებული პრეზიდენტი, სამივე დონის სასამართლოთი მისჯილი აქვს, დევნაშია", - ამბობს ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას.

ბიძინა ივანიშვილის სხვა განცხადებები იმავე ინტერვიუდან: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი