სასამართლომ, შესაძლოა, უკვე მიიღო დაკავებული კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სამაგალითოდ დასჯის მითითება - ამაზე მეტყველებს ისიც, რომ დელიმიტაციის კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი მანჯგალაძე პროკურატურაში მეორედ დაიბარეს.
ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს დროს, სადაც მან საქართველოში დავითგარეჯის რუკების ჩამომტანი დავით ხიდაშელი გმირად აღიარა, მან ფაქტობრივად, დაადასტურა, რომკარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტი სწორედ მილიარდერია, რომელიც პროკურატურას არაფორმალურ პოლიტიკურ განკარგულებებს აძლევს და ვიწრო პოლიტიკურ ამოცანებს მსხვერპლად სწირავს ორი მეცნიერის კარიერასა და სიცოცხლესაც კი.
ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუდან უფრო ცხადი გახდა, თუ საიდან იღებს სათავეს ის უსამართლობა, რასაც ამ საქმეში აწყდებიან.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა ინტერვიუს დროს დავით ხიდაშელის მიერ რუკების მოპოვება გმირობად შეაფასა და თქვა, რომ ხიდაშელი მასზე არანაკლები ქველმოქმედი, პატრიოტია. ივანიშვილის განცხადებით, ხიდაშელის მიერ რუკების მოპოვებმა ქვეყანას ერთი მხრივ აარიდა მეზობელ სახელმწიფოსთან კამათს, სირცხვილს ხოლო მეორე მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადაარჩინა შუაზე გაჭრას.