ბრუს უილისი პირბადის ტარებაზე უარის თქმისთვის ლოს ანჯელესის აფთიაქიდან გააძევეს

გამოქვეყნდა:

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ბრუს უილისი პირბადის ტარებაზე უარის თქმისთვის, ლოს ანჯელესის აფთიაქიდან გააძევეს.

უილისმა, აფთიაქის გადაწყვეტილებას, შეცდომა უწოდა, თუმცა საზოგადოებას პირბადის ტარებისკენ მოუწოდა.

ტვიტერზე, ბრუს უილისის ქცევას, მოქალაქეები გამოეხმაურნენ და მას კოვიდ–იდიოტი უწოდეს.

ოქტომბერში, ბრუს უილისის ცოლმა ფოტო გაავრცელა, სადაც ოჯახი პირბადის ტარებას უწევს რეკომენდაციას.

ლოს ანჯელესი, სადაც ბრუს უილისი პირბადის გარეშე გადაადგილდებოდა, აშშ–ში კორონავირუსის გავრცელების მხრივ ერთერთი მოწინავე ცხელი წერტილია.  

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი