დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, თუმცა იპიჩმენტი არ უხსენებია

გამოქვეყნდა:

ამერიკაში, დონლად ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იპიჩმენტი მეორედ გამოუცხადეს. წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, თუმცა იპიჩმენტი საერთოდ არ უხსენებია. ამის ნაცვლად მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

"ჩემი ნამდვილი მხარდამჭერი ვერასოდეს მოიწონებს პოლიტიკურ ძალადობას. ჩემს ნამდვილ მხარდამჭერს ვერასდროს გამოიჩენს უპატივცემულობს სამართალდამცავი ორგანოების ან ჩვენი დიადი ამერიკის დროშის მიმართ. ახლა მე ყველას ვთხოვ, ვისაც ოდესმე სჯეროდა ჩვენი დღის წესრიგისა, იფიქრონ დაძაბულობის განმუხტვაზე და ჩვენ ქვეყანაში მშვიდობის დამყარების გზებზე", - თქვა მან. 

5-წუთიანი ვიდეომიმართვა თეთრი სახლის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ ამ ქსლეში თავად ტრამპი სამუდამოდ დაბლოკილია, მისი არხი გაუქმებულია YouTube-ზეც.

ტრამპმა გააკრიტიკა ის, რასაც მან "სიტყვის თავისუფლებაზე უპრეცედენტო შეტევა უწოდა", რაშიც სოციალურ ქსელებში მისი არხების დაბლოკვაც იგულისხმებოდა. მისი თქმით, ცენზურა და შავ სიებში შეყვანა საშიშია და ახლა არის დრო, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ. 

შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი უკვე მეორედ გუშინ, 13 იანვარს დაუჭირა. ჯამში 231 კონგრესმენი დაეთანხმა ტრამპის იმპიჩმენტს - რეზოლუციის მისაღებად მინიმუმ 218 ასეთი ხმა იყო საჭირო. ამჯერად საკითხი სენატს გადაეცემა - ამ შემთხვევაში წევრების მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერა იქნება საჭირო რეზოლუციისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი