ქვეყანა ეპიდ აფეთქების მოლოდინშია - ჯანდაცვის მინისტრი ვირუსის მესამე ტალღას უცნაურად, ოლიმპიური სიმშვიდით ელოდება, მაშინ, როდესაც სისტემამ კოლაფსი უკვე მეორე ტალღის დროს განიცადა. დაძლევს თუ არა კლინიკური სექტორი ვირუსის მესამე და უმძიმეს შემოტევას, რთული სათქმელია, რადგან სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ერთ თვეში ჯანდაცვის სისტემა ვერაფრით გაძლიერდება, ეს კი იმ ფონზე, როცა ქვეყანას არც ვაქცინა შემოუტანია. მთავარი ინფექციონისტები გამოსავალს მხოლოდ რეგულაციების გამკაცრებაში ხედავენ, თუმცა, დამაიმედებელი პროგნოზები არ აქვთ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს, რომლებიც ამტკიცებენ, ვირუსის კიდევ ერთ შემოტევის შემთხვევაში დიდ დანაკარგთან ერთად, ქვეყანაში საწოლებისა და სასუნთქი აპარატების დეფიციტიც შეიქმნება. ინფიცირებისა და გარდაცვალების რიცხვი კი საგანგაშოდ გაიზრდება.
"როცა ჩვენ ვამბობთ, რომ აქ არის მწვავე საკითხები და ამაზე მთავრობა არ რეაგირებს მივიღებთ იმას, რაც მივიღეთ პირველი, ან მეორე ტალღის დროს, ანუ მოუმზადებლობას. აუცილებელია ზეწოლა განვახორციელოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, ისინი ვაიძულოთ იმუშაოს, შეასრულონ მათზე დაკისრებული ვადლებულება და გადავრჩებით, თუ მთავრობას არ ექნება რეაგირება ეს ხალხი, დღეს გადაიქცევა მესამე ტალღად", - თქვა გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძე
"ჩვენი სისტემა ისევ პრობლემური რჩება, ისევ აღჭურვის, სადაც ცვლის თვალსაზრისით, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევაა და თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა, როგორც დეკემბერში გვქონდა ძალიან დიდი პრობლემა იგივე პრობლემები შეიძლება გვქონდეს უკვე მესამე ტალღის პერიოდში", - ამბობს "ნიუ პოსტის" კრიტიკული მედიცინის ხელმძღვანელი, ვახტანგ კალოიანი
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 748 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 21 პაციენტი გარდაიცვალა.