ბუკნარში მუსლიმი თემის პროტესტი გრძელდება - ისინი ფართო ფორმატის შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე - ხანგრძლივი მოლაპარაკების მიუხედავად, მუსლიმი თემის პროტესტი, ბუკნარში ისევ გრძელდება. 

გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც გუშინ გვიან ღამით გაიმართა, ადგილობრივები მის დაპირებას არ ენდობიან და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრას მოითხოვენ.

სოფელ ბუკნარში ახლა მშვიდი ვითარებაა თუმცა, საპროტესტო ტალღამ ჩოხატუარის გამგეობასთან გადმოინაცვლა. ადგილზე მყოფი მუსლიმი თემის წარმომადგენლები მათ მხარდამჭერებს ელოდებიან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიან. 

აქციის მონაწილე, ფირუზ წულუკიძე ამბობს, რომ ამ საქმეში ჩართული უნდა იყოს ეკლესია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ,13იანვარს, ბუკნარში სოფლის ორ ნაწილად გაყოფილი მოსახლეობა ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდა. ისლამის მიმდევრებსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე გრძელდება.

დღის ბოლოს კი, დაპირისპირება განიმუხტა და შეთანხმება შედგა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი