გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის თანადამფუძნებლის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან მთავრობებისა და მმართველი ეშელონების მიმართ ყველა ქვეყანაში ისმის კითხვები. მისი თქმით, არცერთი საკითხი არ ყოფილა, რაც ხელისუფლებამ თქვა და ისე გააკეთა როგორც თქვა ან ხალში სარწმუნოობა ჰქონდათ. ამ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
"ყოველთვის, პანდემია არის, თუ მის გარეშე მთავრობას, მმართველებს უნდა ენდობოდეს ხალხი და რასაც გვეუბნებიან, რომ ასეა, სარწმუნოობა უნდა ჰქონდეს. პანდემიის განმავლობაში, არცერთი საკითხი არ ყოფილა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ, ან მმართველობის ეშელონმა თქვა და ისე გააკეთა, როგორც თქვა, ან მათ სარწმუნოობა ჰქონდათ. ძალიან საეჭვო ციფრებს, პირველი დღიდან, როგორც ინფიცირების ისე გავრცელების, ასახელებდნენ, ბევრ მონაცემს მალავენ, ან ბევრ მონაცემს ცვლიდენ და ისე გვაწვდიდნენ, თითქოს ეს იყო სიმართლე", - თქვა გიორგი ჩალაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებას კითხვებზე აროგანტული დამოკიდებულება აქვს და ისე პასუხობს ყველას, თითქოს ვინმეს მათი ვალი აქვთ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩალაძემ ხელისუფლება დაადანაშაულა იმაშიც, რომ ის სინამდვილეში ხელსიუფლებას Pfizer-ის ვაქცინა არ შეუკვეთავს და "მთავარ არხს" ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც გადასცა.
შეგახსენებთ, ეს გიორგი ჩალაძის მხრიდან ხელისუფლების პირველი მხილება არ არის. ჯერ კიდევ ოქტომბერში ის ამბობდა: