"მოქალაქეების" გენერალური მდივანი, ლევან იოსელიანი საჭიროდ არ თვლის საჭიროდ მისი თანაგუნდელის, ალეკო ელისაშივლის განცხადებზე კომენტარები აკეთოს.
თავად ელისაშვილი კი რომელიც ივანიშვილის პირადი პატიმრის, გიორგი რურუას პატიმრობაში ივანიშვიის გარდა ყველას ადანაშაულებს, დამატებით კომენტარს აღარ აკეთებს.
"რას გულისხმობდა ალბათ უნდა ჰკითხოთ თვითონ, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ შეთანხმების ხელმოწერა, ამ შეთანხმების ჩაშლა დამოკიდებული არის იმაზე, გამოვლენ თუ არა ციხიდან პოლიტპატიმრები. ეს არაერთხელ გაჟღერდა. მე, რომ გითხრათ, რომ არ მილაპარაკია ამ თემაზე მოგატყუებთ, უბრალოდ არ ვთვლი საჭიროდ, რომ მე გავაკეთო ამაზე კომენტარები, თუ უფრო მეტის თქმას ჩათვლის საჭიროდ თვითონ გააკეთებს ამაზე კომენტარებს", - ამბობს ლევან იოსელიანი
დიდწილად ოპოზიციის ბრალია გიორგი რურუას პატიმრობაში ამ დრომდე დარჩენა - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
ელისაშვილს დღეს სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა უპასუხა და მისი ეს განცხადება მკაცრად გააკრიტიკა. ისინი ამბობენ, რომ ერთადერთი, ვის ინტერესებშიც გიორგი რურუას პატიმრობაა, ეს ივანიშვილია. ოპოზიციის შეფასებით, ალეკო ელისაშვილს პარლამენტში შესვლა უნდა და მისი განცხადებებიც ამ მიზანს ემსახურება.
ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თეთრი ძაფით შეკერილი საქმე - 1 წელი გიორგი რურუას პოლიტპატიმრობიდან.