WHO: კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაორმაგდება და 2 მილიონს მიაღწევს

გამოქვეყნდა:

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, სანამ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 მილიონს მიაღწევს. 

ყველამ ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რათა ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. ის, რომ სიკვდილიანობა მოიმატებს, სამწუხარო, მაგრამ მოსალოდნელი რეალობაა, - ამბობენ ორგანიზაციის წარმომადგენლები. 

აქვე, მეცნიერებმა ვირუსის ახალი თვისებები შეისწავლეს აშშ-ში, ტეხასის შტატში დადასტურებულ შემთხვევებზე დაკვირვებით. ისინი ფიქრობენ, კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და უფრო გადამდები ხდება - მათი აზრით, ეს ვირუსის პასუხია დამკვიდრებულ ნორმებზე და COVID-19 ცდილობს, რომ შეებრძოლოს პირბადეს, სოციალურ დისტანციას და შეაღწიოს ადამიანთა ორგანიზმში. 

ცნობისთვის, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მატულობს.  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო კვირაში COVID-19-ით ინფიცირებულთა სტატისტიკა იმაზე უფრო საგანგაშოა, ვიდრე მარტში, პიკის დროს იყო. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 33 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 25 მილიონი ადამიანი, ხოლო დაიღუპა 999 000-ზე მეტი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი