ორშაბათიდან დიდი ბრიტანეთი სამოგზაურო დერეფნებს კეტავს

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, ამბობს, რომ 18 იანვრიდან ქვეყანაში ჩასული ნებისმიერი მგზავრი ვალდებული იქნება, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინოს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გარდა ამისა, ყველა პირს 10 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ 5 დღის შემდეგ ხელახლა აღებული ტესტის პასუხი უარყოფითი არ იქნება.

ჯონსონის თქმით, არსებობს გაერთიანებულ სამეფოში უცხო ქვეყნებიდან კორონავირუსის ახალი შტამის შესვლის საშიშროება, რის გამოც დამატებითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ახალი შეზღუდვები 15 თებერვლამდე იმოქმედებს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი და უფრო სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი პირველად ინგლისში აღმოაჩინეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი