ნაცვლიშვილი: ეს არის ლიდერთა თანავარსკვლავედი, რომლის ერთერთი კაშკაშა ვარსკვლავია ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ოცნების" ყრილობაზე მისული პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველი და იდეოლოგი, ლაშა ნაცვლიშვილი, ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძე გუნდის კაშკაშა ვარსკვლავია.

"ქვეყანას მართავს "ქართული ოცნების" ერთიანი სახელისუფლებო გუნდი, რომელიც არის დაკომპლექტებული მოტივირებული, კვალიფიციური, შეკრული, პატრიოტი ლიდერებისგან. ეს არის ლიდერთა თანავარსკვლავედი, რომლის ერთერთი კაშკაშა ვარსკვლავი არის ირაკლი კობახიძე, რომელსაც ერგო პატივი და დღეს ის არჩეული იქნება "ოცნების" თავმჯდომარედ", - ამბობს ნაცვლიშვილი

მანვე თქვა, რომ გავრილოვის ღამე მელიას ღამე იყო და რომ კობახიძეს სავარძელი არავისთვის დაუთმია.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მეექვსე ყრილობა დღეს იმართება. პარტია ბიძინა ივანიშვილის შემცვლელად პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ოფიციალურად აირჩევს. 

პარალელურად მიმდინარეობს აქციაც, სადაც რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი უკვე დააკავეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი