"დაუჯერებელია, რაც აქ ხდება" - ნავალნის სასამართლო პროცესი პოლიციის განყოფილებაში გაიმართება

გამოქვეყნდა:

ალექსეი ნავალნის სასამართლო პოლიციის შენიბაში იმართება - ეს წარმოუდგენელია, თქვა თავად ნავალნიმ, რომელიც იზოლატორიდან პირდაპირ იმ დარბაზში გადაიყვანეს, სადაც მისი პროცესი უნდა გაიმართოს.

ოპოზიციონერის ვიდეოს Twitter-ზე ალექსეი ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში, ავრცელებს.

"ვერ ვხვდები საერთოდ რა ხდება, 1 წუთის წინ გამომიყვანეს ე.წ კამერიდან, აქ ვიღაც ხალხი მიღებს, სხდომას ესწრებიან უცხო ადამიანები, რატომაა სასამართლო სხდომა პოლიციის შემობაში?! რატომ არავინ გააფრთხილეს წინასაწარ? რა არ მინახავს, მაგრამ როგორც ჩანს, იმ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია, რომ დემონსტრაციულად აკეთებს ასე, დაუჯერებელია, რაც აქ ხდება, კანონდარღვევის მწვერვალია", - ამბობს ნავალნი.

ასევე ირკვევა, რომ ოპოზიციონერს ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ კამერიდან ამ მიზნით გამოიყვანეს.

თავის მხრივ, საერთაშორისო საზოგადოება კრემლს ალექსეი ნავალნის სასწრაფოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს: 

ცნობისთვის, 17 იანვარს ალექსეი ნავალნი - მოწამვლის შემდეგ პირველად - რუსეთში ჩავიდა. ოპოზიციონერი ჩაფრენამდე დარწმუნებული იყო, რომ დააკავებდნენდაკავებულები არიან მისი მხარდამჭერებიც, რომლებიც ნავალნის აეროპორტში ელოდებოდნენ.

რუსი სამართალდამცავების მტკიცებით, ოპოზიციონერს ბრალად ედება გაფლანგვა. ჯერ კიდევ 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების მტკიცებით, ძმებმა "ივ როშე" დაარწმუნეს, გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. თავის მხრივ, პუტინის კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა მის წინააღმდეგ და პუტინი გამოგონილი ბრალდებებით ცდილობს მის შეჩერებას.

საბოლოოდ, ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავესმის ადვოკატს კი, რომელსაც პოლიტიკოსის დოკუმენტაცია ეკავა, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებები, ოპოზიციონერთან ერთად წასვლის უფლება არ მისცეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი