ორბელიანების სასახლის ეზოში დღეს ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება - ადმინისტრაცია

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 19 იანვარს ორბელიანების სასახლის ეზოში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება. ინიციატივის ავტორი, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია და როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, მისი მიზანი ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა.

"ასევე, დღევანდელი ღონისძიება ხაზს უსვამს ორბელიანების სასახლის ღიაობას. მრავალი წლის განმავლობაში, ეს შენობა იმ ეპოქის საზოგადოების, მათ შორის კულტურის სფეროს გამორჩეული ნაწილის თავშეყრის ადგილი იყო, იმართებოდა კონცერტები და სალონური შეხვედრები. მსგავსი ღონისძიებებით ორბელიანების სასახლე იბრუნებს  ტრადიციას", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ირინე შენგელიამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიის გამო კონცერტი ონლაინრეჟიმში გაიმართება, მას არ ეყოლება მაყურებელი და მოსახლეობა ყურებას მხოლოდ პრეზიდენტის ოფიციალური ფეისბუქგვერდისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე შეძლებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქუჩის მუსიკოსები, დავით ევგენიძე და ბენდი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი