ხელისუფლებას არ აქვს ინსტრუმენტი ამ პრობლემის მოსაგვარებლად - ანალიტიკოსები ხურჩას ინციდენტზე

გამოქვეყნდა:

თავდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს უნარი პასუხი გასცეს და გაუმკლავდეს ისეთ პროვოკაციულ ქედებებს ოკუპანტებისგან, როგორსაც გასულ ღაეს, ხურჩაში ჰქონდა ადგილი

საუბარია საქართელოს მოქალაქეების დაკავებაზე, რომლებსაც შეიარაღებული ოკუპანტები ოკუპირებული აფხაზეთიდან მოსდევნდნე, საოკუპაციო ხაზი გადმოვეთეს და საქართველოს ცენტრალური ელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოიჭრნენ.

"საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს რაიმე ქმედითი ინსტრუმენტი ამ პრობლემის მოსაგვარებლად ამიტომ, ჩვენ სამწუხაროდ ვერაფერს გავაკეთებთ გარდა იმისა, რომ ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან უფრო ქმედითად მოვახერხოთ პრობლემის მოგვარება. ჩვენ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობაზე ვართ დამოკიდებული და იმედი მაქვს ხელისუფლება აქტიურად ჩართავს როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს", - ამბობს თინა ხიდაშელი, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავჯდომარე. 

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი "ოცნების" არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგია

"ენმ"- ს წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე არ გაჟერებულა არც ერთი ინიციატივა საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად და "ამის ნაცვლად "ქართული ოცნება" საუბრობს რუსეთთან ურთიერთობის დათბობაზე და გამჯობესებაზე".

შეგახსენებთ, ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზი გუშინ, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულმა ექვსმა შეიარაღებულმა პირმა გადმოკვეთ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. სუს-ის ინფორმაციით,  რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი