გელათი, მე-12  საუკუნის უნიკალური ისტორიული ძეგლი ყველას დასანახად ნადგურდება. ამის მიზეზი კი არაპოფესიონალურად ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოებია. სამონატრო კომპლექსის მთავარ ტაძარში ისევ წყალი ჩამოდის და ფასდაუდებელ კედლის მხატვრობას რეცხავს. მძიმე ვითარებას ვერ უშველა ვერ სახელდახელოდ მოწყობილმა გადახურვის - გადახურვამ, რომელიც მცირე თოვლის მოსვლის შემდეგ ორი დღის წინ ჩაინგრა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებით, ამის მიზეზი  ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომები იყო. 

კულტურული მემკვიდროების სააგენტოს განცხადებით,  გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს. წინა ორი კომპანია კი, ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო დაჯარიმდა.

გელათის ტაძარში არსებული ფრესკების ნაწილი, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს უკვე დაზიანებულია, ამის მიზეზი კი არასწორი გადახურვის გამო შიგნით წყლის ჩასვლა და ტენიანობის მომატება გახდა.

"ჩვენ აღარ ვსაუბრობთ აქამდე არსებულ პრობლემებზე, რომლებიც უხვად იყო, ჩვენ ვსაუბრბთ რაღაც პრიმიტიულ ამბავზე, დროებით გადახურვაზე, რომელიც მინიმუმ იყო ის ზომა, რომ ზამთარი გადაევლო გელათს დაბალი რისკებით და შეენარჩუნებინა მძიმე, თუმცა არსებული მდგომარეობა. ახლა მივდივართ იქამდე, რომ გვიწევს ყველაფრის ერთად აღიარება, რომ მთელი წლების მანძილზე, დღევანდელ დღემდე ჩატარებული სამუშაოები კოლაფსს განიცდის და ჩიხში ვართ შესული", - ამბობს თორნიკე ბარათაშვილის "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი.

მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დასავლეთ მკლავზე, სადაც ნალექი დევს სამხრეთის ფერდზე, რაც ნიშნავს, რომ ყინვის შემთხვევაში ჩაჟონვა და კრამიტის დაზიანებაა მოსალოდნელი. 

თონიკე ბარათაშვილის განცხადებით, სამუშაოების ჩამტარებელი კომპანია ნაკლებად კვალიფიკაციური კომპანიით ჩანაცვლდება, რომლის უკანაც ისეთი პირები დგანან, რომლებიც თავის მხრივ პროექტის ავტორებთან არიან დაკავშირებულები. მისი თქმით, ამ კომპანიის გამოცდიელბა კითხვისნიშნებს აჩენს.

გელათში დღეს სპეციალისტებს ელოდებიან, რომ დროებითი გადახურვა უნდა შეაკეთონ.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებით, გელათში შესრულებული სამუშაოების ხარვეზების აღმოფხვრას დღეიდან კომპანია "ბაგინეთი +" განახორციელებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი