გელათის განადგურებაზე პასუხისმგებლობას მმართველი პარტია სარემონტო კომპანიებს აბრალებს, რომლებიც ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს ასრულებდნენ.
გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში სამი კომპანია ფიგურირებს: "იკორთა 2007", "ბაგინეთი", "საქართველოს მემკვიდრეობა", სამივე მათგანის დამფუძნებელთა სიაში კახა ტრაპაიძე ფიგურირებს, რაც მესამე სექტორის წარმომადგენლებს უჩენს კითხვას, თუ ტრაპაიძის სახელთან დაკავშირებული ერთი კომპანია ვერ ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს, რატომ გადააბარეს გელათი ისევ ტრაპაიძის კომპანიას.
თავად კახა ტრაპაიძე სამიდან, მხოლოდ ერთ კომპანიასთან – "იკორთა 2007"–თან კავშირს უარყოფს.
ოპოზიციაში, გელათში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას "ოცნებას" აკისრებენ და ამბობენ, რომ "ოცნება" ცდილობს სხვას გადაააბრალოს თავისი შეცდომა.
"ის რა დღეშიც არის დღეს გელათი, არის სიმბოლო "ქართული ოცნების" ე.წ. აღმშენებლობის პერიოდის, ამდენი წელი ვერ მოაგვარეს, რომ წყალი არ ჩადიოდეს ტაძარში, ეს ნათელი გამოსახულებაა რა გააკეთა 8 წლის განმავლობაში "ოცნებამ" ქვეყნისთვის" – ამბობს ენმ–ს ლიდერი ზაალ უდუმაშვილი
"ეს არის უპასუხსიმგებლობის, არაკომპეტენტურობის, კორუფციის ნაზავი, აბსოლუტურად არასწორია საუბარი, რომ კომისია შედგა ათი წლის წინ, რაში გამოიხატებოდა სახელმწიფოს როლი" – ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი წერეთელი
"წლების განმავლობაში, სახელმწიფო უწყებები, არაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დაეზღვიათ არასწორი რესტავრაციისგან გელათი" – ამბობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი
ცნობისთვის, ყოფილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გელათში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას სარემონტო ჯგუფს აკისრებს – "2011 წელს შედგა ჯგუფი, რომელიც დღემდე რესტავრაციას უტარებს გელათს, მრავალი წელია მათ აქვთ დარღვევები და ხარვეზები, ნამდვილად არის საგამოძიებოდ საქმე, როგორ მოხდა ამ კომპანიის შერჩევა, როგორ ნაწილდებოდა ფინანსური რესურსი, ეს კითხვები არსებობს" – ამბობს წულუკიანი
გელათში დღეს სპეციალისტებს ელოდებიან - ისტორიული ძეგლი ისევ საფრთხის ქვეშაა
გელათში ვითარება საგანგაშოა - ხელისუფლებას კომპლექსის გადარჩენის გეგმა არა აქვს
გელათის სახურავი ჩაინგრა - ექსპერიმენტები გრძელდება, ხელისუფლება და საპატრიარქო დუმს
ავტორი: დეა მამისეიშვილი