პატიმრები, რომლებსაც პენიტენციურის მხარდაჭერა აქვთ სხვებს აშინებენ, რომ არ ილაპარაკონ - ლომჯარია

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ციხეებში შექმნილია იერარქიული სისტემა, რომლის სათავეშიც მყოფ პატიმრებს პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერა აქვთ. ისინი სხვა პატიმრებს აშინებენ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საკუთარ პრობლემებზე არ ისაუბრონ. ამ თემაზე ნინო ლომჯარიამ გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა. 

"ის მოედელი, რომელიც შემქნა პენიტენციურმა სამსახურმა ნახევარად ღია ტიპის დაწესებულებებში, ე.წ. ზონებში, ეფუძნება იმას, რომ არსებობს გარკვეული იერარქია პატიმართა შორის და ამ იერარქიის ზედა საფეხურზე მყოფი პატიმრები იმყოფებიან კოორდინაციაში და მათ აქვთ მხარდაჭერა პენიტენციური სამსახურის, რადგან მათ მიაჩნიათ რომ მათი ხელით "აკონტროლებენ" სიტუაციას და ვითარებას ადგილზე. ეს ადამიანები უკვე რეალურად აშინებენ და გარკვეული ფსიქოლოგირუი ზეწოლის ქვეშ ჰყავთ პატიმართა ძალიან დიდი ნაწილი, რომლებიც არ საუბრობენ მათ პრობლემეზე და არ მოაქვთ ჩვენამდე", - თქვა ნინო ლომჯარიამ. 

მისი განცხადებით, სწორედ ამ იერარქიის წარმომადგენლები ომბუდსმენის წარმომადგენლებს ციხეებში ემუქრებიან და აიძულებენ, რომ მონიტორინგი შეწყვიტონ. ლომჯარია აცხადებს, რომ ბოლო თვეებში ამ ტიპის ჩარევამ მათ საქმიანობაში განსაკუტრების საშიში და სახიფათო სახე მიიღო. 

ომბუდსმენი ციხეში არსებულ მოდელს "კრიმინალურ სუბკულტურას" არქმევს, რადგან პენიტენციურმა სამსახრუმა გარკვეული პრივილეგია მიანიჭა პატიმრებს, რომელთა მეშვეობითაც მიაჩნიათ რო იქ სიტუაციას აკონტროლებენ.

ლონჯარიას თქმით, მისი ბრიფინგის მთავარი სამიზნე ხელისუფლება, ისუტიციის სამინისტრო და პენიტენციური სისტემაა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი