ნინო ლომჯარიას დასჯის მცდელობა - NGO-ების შეფასება ციხეებში, კრიმინალების მმართველობაზე

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახალხო დამცველის დღევანდელი განცხადება, რომ ციხეებში კრიმინალური ავტორიტეტების მმართველობა დაბრუნდა, მოულოდნელი არ აღმოჩნდა. უფლებამდაცველებისთვის დიდი ხანია ცნობილი, რომ ციხეებში რომ ე.წ. მაყურებლების სისტემა  დაბრუნდა. 

არასმთავრობო ორგანიზაციები ეჭვობენ, რომ ეს არის ბრძოლა სახალხო დამცველის ინსტიტუტსა და პირადად ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ, რადგან სახელმწიფო მის მიერვე წახალისუბული კრიმინალური ჯგუფების მეშვეობით სახალხო დამცველის დასჯას, მისი მკაცრი ანგარიშის გამო ცდილობს 

სამწუხაროდ კრიტიკას რომელიც ძალიან ხშრად ობიექტური და კვალიფიციურია, სხვადასხვა სახალხო დამცველებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ხელისუფლება პასუხობს არაადევატურად. მას განიხილავს როგორც ოპონენტს, პოლიტიკურ მოთამაშეს - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, იმ პირობებში, როდესაც სახალხო დამცველის წარმომადგენელს არ ეძლევა საშუალება ნორმალურად განახორციელეს თავის მოვალეობა ციხეში ადვილად წარმოსადგენია, რა მძიმე მდგომარეობაში არიან პატიმრები.

ორმაგად ყურადსაღებია როდესაც სახალახო დამცველი ამახვილებს ყურადაღებას ასეთ პრობლემაზე - აცხადებენ საიაში და პირველ რიგში პრობლემის აღიარების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ ციხეებში დაბრუნდა კრიმინალების მმართველობა და გამოიჩინოს პოლიტიკური ნება ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

პენიტენციური დაწესებულება კი კატეგორიულად უარყოფს, რომ ციხეებს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები აკონტროლებენ და სახალხო დამცველის განცხადებას სიცრუეს უწოდებს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი