ეთნიკურ და კონფესიურ უმცირესობათა ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ არსებობს რაიმე სახის ვიდეომასალა კარტოგრაფების საქმეზე, რითიც დაკავებული მეცნიერების ბრალეულობა დასტურდება და ხელისუფლებამ ამაზე აქამდეც იცოდა, ეს საკითხი პოლიტიკური მოლაპარაკებების საგნად არ უნდა გაეხადა.
ლელა ჯეჯელავას თქმით, ეს არის საკითხი, რომელიც არ იცვლება არაფერზე თუმცა დფსდფ ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებისთვის კარტოგრაფების საქმე ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ვაჭრობის საგანია - როგორმე პარლამენტში შეიტყუოს ოპოზიცია:
თუ ასეთი აუდიო და ვიდეომასალა არსებობდა, რომელიც ამ ადამიანების ბრალეულობას ამტკიცებდა, რა უფლებით გამოიტანა ხელისუფლებამ მოლაპარაკებების საგნად ეს საკითხი?! თუ მათ დადასტურებულად იცოდნენ რომ ამ ორმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული სახელმწიფოს წინააღდეგ, რა უფლებით დადგა საერთოდ ეს საკითხი, ეს არ არის იმ ტიპის დანაშაული, რომელიც შეიძლება რამეზე გაიცვალოს - ამბობბს ჯეჯელავა "დღის სტუმრის" ეთერში საუბრისას.
შეგახსენებთ, გენერალური პროკურატურა დღეს ამტკიცებდა, რომ კარტოგრაფების საქმეზე არსებობს ფარული ჩანაწერები, რითაც დასტურდება რომ დაკავებული მეცნიერები ყოფილი მაღალჩინოსნების მითითებებით მოქმედებდნენ.
ამით პროკურატურამ ფაქტობრივად დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში კარტოგრაფების საქმეს ახალი ბრალდებულები ეყოლება და ისინი სავარაუდოდ ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები იქნებიან.
შოთაძის პროკურატურამ კი ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დღეს ბრალი დაუზუსტა