დღეს არის ჩვენ უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე - გახარია სტრასბურგის სასამართლოზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მთავრობის სდომაზე გამოეხმაურა დღეს, 21 იანვარს სტრასბურგში გასამართ სასამართლო პორცესს სადაც სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქმეზე - "საქართველო - რუსეთის წინააღმდეგ". მისი თქმით, დარწმუნებულები არიან, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება.

"დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, მოგეხსენებათ, რამოდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე "საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ" ეს გადაწყვეტილება იქნება შედეგი 12-წლიანი შრომის ჩვენი თანამოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების, სპეციალისტების და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის პირველი საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის ომის", - თქვა გიორგი გახარიამ. 

გახარიამ აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ საქმე ითვალისწინებს დაზარალებული მოქალაქეების ზიანის ანაზღაურებას, ეს იქნება საფუძველი, მომავალში მათი ინტერესების დაცვის საერთაშორისო დონეზე. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯები ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით და ამ გეგმას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობენ.

"ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში და ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორის კოორდინირებულ დონეზე დაიწყოს დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები", - თქვა მან.

აქვე გეტყვით, რომ "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ'' - 2008 წლის აგვისტოს ომის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. განხილვა თბილისის დროით 2 საათზე დაიწყება.

ევროპული მარში რესპუბლიკის მოედნიდან | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი