უნდა გახდეს ახალი ეტაპი დეოკუპაციისთვის ბრძოლაში - გახარია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი საბოლოო გადაწყვეტილება 2008 წლის ომთან დაკავშირებით მთავრობას დამატებით ვალდებულებებს აკისრებს. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დეოკუპაციასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ეს გეგმა საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"დღეს არის უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე და პირველად მიეცემა საერთაშორისო სასაამრთლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში და ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორის კოორდინირებულ დონეზე დაიწყოს დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები", - თქვა მან.

გახარიამ მთავრობის სხდომაზე, ასევე, აღნიშნა, რომ დარწმუნებულები არიან სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება. მან აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ საქმე ითვალისწინებს დაზარალებული მოქალაქეების ზიანის ანაზღაურებას, ეს იქნება საფუძველი, მომავალში მათი ინტერესების დაცვის საერთაშორისო დონეზე.  

აქვე გეტყვით, რომ "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ'' - 2008 წლის აგვისტოს ომის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. განხილვა თბილისის დროით 2 საათზე დაიწყება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი