სამივე ტიპის ვაქცინის შენახვა შეგვიძლია, მიზანი 2021 წელს მოსახლეობის 60%-ის აცრაა - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო მზადაა სამივე ტიპის ვაქცინა მიიღოს, რომელბიც ტექნიკურად შენახვის სხვადასხვა პირობებს მოითხოვს. მისი თქმით, ყველაზე ადრე Pfizer-ის ვაქცინიის შემოტანაა მოსალოდნელი, თუმცა მუშაობა მიდის "ასტრაზენეკას" ვაქცინის შემოტანაზეც. 

"ქვეყანას აქვს პირობა შეინახოს სამივე ტიპის ვაქცინა, რომელიც საჭიროებს -80 გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს, ასეთი ამ ეტაპზე არის Pfizer-ის ვაქცინა, ასევე, -20 გარდუსიანი რეჟიმით, რომელიც არის Moderna-ს ვაქცინა, 2-დან 8- გრადუსამდე ტემპერატურული ვაქცინები, ჩვენთვის არის პრაქტიკულად რუტინული იმუნიზაციის სქემის მოთხოვნა, რასაც ქვეყანა დიდი ხანია სეუფერხებლად ახორციელებს", - თქვა თამარ გაბუნიამ. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ კორონავირუსზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომლის მთავარი მიზანიც 2021 წელს მოსახლეობის 60%-ის აცრაა.

მთავრობამ, ასევე, განსაზღვრა ვაქცინაციისთვის დაწესებულებები, რომლებიც მოიცავს საავადმყოფოებს, მობილურ ბრიგადებს, არსებულ იმუნიზაციის კლინიკებსა და მასიური ვაქცინაციის ცენტრებს დიდ ქალაქებში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი