8–12 აგვისტო - სტრასბურგის გადაწყვეტილების სადაო მონაკვეთი და ნიკა გვარამიას განმარტება

გამოქვეყნდა:

მთავარი არხის გენერალური დირექტორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომელის დროსაც შედგა ის სარჩელი, რომელზეც საქართველოსთვის სასარგებლ გადაწყვეტილება სტრასბრგმა დღეს მიიღო, ამბობს რომ  8-12 აგვისტოს პერიოდზე, სტრასბურგმა თქვა, რომ ვერ ადგენს რუსეთის პასუხისმგებლობას ამ დღეებზე, რადგან ადამიანის უფლებათა კონვენცია, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იყენებს, ვერ ადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევებს ომის დროს, სხვა ნორმების გამოყენება კი, ნიკა გვარამიას შეფასებით, სტრასბურგმა ვერ გაბედა. 

ნიკა გვარამიას თქმით, 8–12 აგვისტოს ომის პერიოდში, ადამიანის უფლებათა დარღვევის და ეთნიკური წმენდის დადგენა, შეუძლია სხვა ინსტანციებს, მაგალითად გაეროს სასამართლოს.

"8–12 –ს რაც შეეხება, 8–12 ზე მან თქვა, რომ არ ვადგენ რუსეთის პასუხისმგებლობას, ჩემი კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით. მისი კონვენცია არის ადამიანის უფლებათა კონვენცია. მან ვერ დაადგინა ამ კონვენციით ექსტრა–ტერეტორიული იურისდიქცია, იმიტომ რომ ეს კონვენცია არის ვიწრო. ამის დადგენა შესაძლებელია, ომის და ჰუმანიტარული სამართლით... რა არის ამ გადაწყვეტილების სისუსტე გეტყვით, მათ დააკლდათ გამბედაობა, ისეთი, როგორიც ჰქონდა კოლეგიას, რომელმაც რუსთავი 2–ზე საოცრება ჩაიდინა.

მათ ვერ გაბედეს, გამოყენებინათ თავისი კონვენციის გარდა სხვა ნორმები და ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ვერ იმსჯელეს... საჭიროა ომის სამართალიც... ამბობენ, რომ ჩემი კონცენციით ვერ ვადგენ, თუმცა ფაქტები მოყოლილი აქვთ.

არსად არ წავა კალავინის ციტატა, რომ 7–დან 8–მდე ჩვენ დავბომბეთ ცხინვალი. ეს არ ნიშნავს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, მანამდე რა ხდება წერია გადაწყვეტილებაში [მანამდე ჩვენ დაგვბომბეს].

12–ს მერე ამბობს, რომ რუსეთის კონტროლი მკაფიოა.  8–12 არის ომის პერიოდი, გვეუბნება, თუმცა ომში ვისი უფლებები დაირღვა მე ვერ დავადგენ, რადგან ჩემი კონვენცია ამას არ ყოფნისო. უნდა გადასულიყო სხვა კონვენციაზე, თუ ამან ვერ გამოიყენა არსებობს სხვა ინსტანცია, გაეროს სასამართლო, რომელსაც შეუძლია ეს დაადგინოს და ისევ მივიდეთ, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და ელიმინაციის კონვენციის, მე–5 მუხლით, ეთნიკური წმენდის შესახებ." – ამბობს მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემა "დღის სტუმარში"

რაც შეეხება გაეროს სასამართლოს დავას და იქ მიღებულ გადაწყვეტილებას, ნიკა გვარამიას თქმით, ახლა საქართველოს სახელმწიფოს სრული საფუძველი აქვს პროცესი განაახლოს, რადგან სტრასბურგმა თავის გადაწყვეილებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დაადგინა - ეთნიკური წმენდა.

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი დაკმაყოფილებულია - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი