ბადრი ბიწაძეს ჰქონდა შეთანხმება აზერბაიჯანელ კოლეგასთან, თუ რამე მოხდებოდა, ერთმანეთს დაკავშირებოდნენ - ბურჯანაძე

გამოქვეყნდა:

საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ არ შეინარჩუნა ის თანამშრომლობა, რომელიც აზერბაიჯანთან, დავით გარეჯის საქმეზე იყო - აცხადებს ნინო ბურჯანაძე "მთავარი არხის" ეთერში.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, "დღის სტუმრის" ეთერში მისი მეუღლის, ბადრი ბიწაძის გამოკითხვას ეხმაურება და ამბობს, რომ სწორედ ბიწაძის დროს, არც ერთი ინციდენტი ამ ტერიტორიაზე არ მომხდარა და ეს ყველაფერი ორი მხარის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი იყო:

როდესაც ბადრი ბიწაძე იყო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არც ერთი ინციდენტი მათ შორის გარეჯის სადაო მონაკვეთზე, არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა იმიტომ, რომ მას ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი მის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელჩინ გულიევთან, ჰქონდათ თანამშრომლური და მეგობრული ურთიერთბა და შეთანხმებული იყვნენ ჯელტმენურად რომ თუ რაიმე მოხდებოდა საზღვარზე, ერთმანეთს დაკავშირებოდნენ და იმ წუთში პრობლემა მოხსნილიყო რომ ამას არ გამოეწვია დაძაბულობა - ამბობს ნინო ბურაჯანაძე.

​კარტოგრაფების საქმეზე შოთაძის პროკურატურამ დღეს ვიდეო და აუდიომტკიცებულებები გაასაჯაროვა. დღესვე საგამოძიებო უწყებამ ბადრი ბიწაძე გამოკითხა.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი