მამა–მარჩენალმა თუ არ დაიბარა, არა – ბადრი ბიწაძე მის შესაძლო დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

დღეს, კარტოგრაფების საქმეზე, პროკურატურამ აუდიო–ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნების გარდა, დაკითხა სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხემძღვანელი ბადრი ბიწაძე. 

ბიწაძე, რომლის დაკითხვაც პროკურატურაში უკვე დასრულდა, ამბობს, რომ თუ მისი დაკავება "მამა–მარჩენალმა არ დაიბარა", მაშინ არ დააკავებენ.

"ძალიან ბევრი შეკითხვა იყო, ზოგი მე არ მეხებოდა ... მამა–მარჩენალმა თუ არ დაიბარა, იმ შემთხვევაში, დანარჩენი არა... იყო ასეთი კითხვა, რომ კომისიის სხდომას რომ ვესწრებოდი, რატომ ვესწრებოდი, იმიტომ რომ მე არ ვიყავი კომისიის წევრი, ვესწრებოდი იმიტომ, რომ ჩემი კოლეგა ჩამოსული იყო აზერბაიჯანიდან და რახან იყო კოლეგა, მეც მიმიწვიეს და ვესწრებოდი ამ სხდომას, საზღვრის დაცვას ვხელმძღვანელობდი და საზღვრის დაცვის პოლიცია იცავს დადგენილ საზღვარს. ჩვენი კომპეტენცია საზღვრის დადგენა არ არის. მე მაქვს პირადი აზრი, როგორც პროფესიონალს და როგორც მოქალაქეს, რომ ეს საქმე არის, ავანტიურისტული და პოლიტიკური"  – ამბობს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძე

დღეს პროკურატურის მიერ გამქოვეყნებულ იმ აუდიო–ჩანაწერში, სადაც ივერი მელაშვილი და მამუკა მიქელაძე ფიგურირებს, ბადრი ბიწაძესთან ერთად, დასახელებული იყო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მანჯგალაძეც, ის "მთავარის" შეკითხვებს არ პასუხობს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი