იძულებული არიან იზეიმონ, თუმცა არ გამოსდით, რადგან ამ გამარჯვებას ყველა უკავშირებს, გვარამიას, ბურჯალიანს, სააკაშვილს - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

დღეს საქართველოს პროკურატურის მიერ კარტოგრაფების საქმის ფარული ჩანაწერების გასაჯაროება, აგვისტოს ომის შესახებ საქართველოზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემთხვა.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ "ოცნებამ" სცადა ფარული ჩანაწერებით, რომელიც მისივე შეფასებით, "ბოდვაა" და არანაირ სამართლებრივ შინაარსა არ იძლევა, გადაეფარა, ის რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის მთავრობასთან აკავშირებდა.

"ეს დღეს ზუსტად ამიტომ იყო, გადაფარვის მცდელობა იყო ... არ ეგონათ რომ ასეთი ამხელა ამბავი აიწეოდა და არ ეგონათ, რომ ყველა პირდაპირ დააკავშირებდა ჩვენთან, მიშასთან, მიშას მთავრობასთან, თეა ბურჯალიანთან და სხვებთან... და არც გამოუვიდათ, რა მოგვასმენინეს, გაიგეთ რამე საერთოდ? არავითარ სამართლებრივ შინაარსს არ იძლევა საერთოდ, ბოდვაა. მაგისთვის გამოიყენეს, შეიძლება აბა სტრასბურგის გადაწყვეტილებას დაამთხვიო? მერე გამოაცხადე, ორი საათის მერე ან ხვალ, ახლა რომ ზეიმობენ, იძულებული არიან იზეიმონ, თუმცა არ გამოსდით, რადგან ყველა უკავშირებს, გვარამიას, ბურჯალიანს სააკაშვილს და ა.შ, მათ არავინ არ უკავშირებს ამ გამარჯვებას. ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა და იყვნენ გამარჯვებული, როგორც ქართველი ხალხის ნაწილი" – ამბობს ნიკა გვარამია "დღის სტუმარში"

 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი