"დავეთანხმებოდი? არა!" - ნონა წოწორია განმარტავს სტრასბურგის გადაწყვეტილებას 8-12 აგვისტოს პერიოდზე

გამოქვეყნდა:

8-12 აგვისტოს აქტიური საომარი მოქმედების ფაზა - არ არის რუსეთის ფედერაციის კომპეტენციაში - დავეთანხმებოდი? არა!  - წერს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსამართლე ნონა წოწორია.

წოწორია, რომელიც თავად იყოს ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წლების მანძილზე მოსამართლე, განმარტავს, რომ 8-12 აგვისტოს სადაო მონაკვეთზე, უნდა გავითვალისწინოთ სტრასბურგის სასამართლოს რესურსების შეზღუდულობა 

ოკუპაციის ფაზა - 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და შესაბამისად, პასუხისმგებელია უფლებების დარღვევაზე. რუსეთი ასევე პასუხისმგებელია „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლების ქმედებებზე.

ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2, მე-3, მე-8, პირველი ოქმის პირველი მუხლის, მე-4 ოქმის მე-2 მუხლის დარღვევევებს, რაც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ეს ნიშნავს, რომ მრავალრიცხოვან ერთგვაროვან დარღვევებთან ერთად რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურ შემწყნარებლობას ავლენდა დარღვევების მიმართ.

ქართველი სამხედრო ტყვეები დაექვემდებარნენ რუსეთის მხრიდან წამებას (მე-3 მუხლი).

ქართველთა სახლების მიზანმიმართულ დანგრევაზე მსჯელობისას სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი სამიზნედ ეთნიკური კუთვნილების გამო გახდნენ. ეს დასკვნა სასამართლოს 2006 წელს ქართველების კოლექტიური გასახლების საქმეზეც არ დაუდგენია.

რუსეთი, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ხელს უშლის ამ რეგიონებში ქართველების დაბრუნებას. როგორც მინიმუმ, ამას ადგილი ჰქონდა საქმის არსებითად განხილვის დროს, 2018 წლის მაისში. სიტუაცია დღემდე არ შეცვლილა.

8-12 აგვისტოს აქტიური საომარი მოქმედების ფაზა - არ არის რუსეთის ფედერაციის კომპეტენციაში - დავეთანხმებოდი? არა! თუმცა, გასათვალისწინებელია სასამართლოს რესურსების შეზღუდულობა ამ ტიპის საკითხების გადასაწყვეტად; მით უმეტეს სხვა სამხედრო კონფლიქტების გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელსუფლებას ეკისრებოდა ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულება აქტიური საომარი მოქმედების დროს ჩადენილ სიცოცხლის უფლების (მე-2 მუხლი) დარღვევებზე.

შთამბეჭდავია სასამართლოს ერთსულოვნება გადაწყვეტილებების მიღებისას, რაზეც მიცემულ ხმათა რაოდენობები მიუთითებს. და ბოლოს, გადაწყვეტილება სათანადოდ გამოყენების შემთხვეაში დიდი სარგებლის მომტანი იქნება საქართველოსთვის. მთავარია ეს იარაღი ქვეყანაზე მზრუნველი ხალხის ხელში მოხვდეს.

ეს დიდი დასაწყისია, მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა!" წერს ნონა წოწორია.

 8-12 აგვისტოს პერიოდმა, სადაც სტრასბურგის სასამართლო წერს, რომ ვერ ადგენს რუსეთის პასუხისმგებლობას ამ დღეებზე, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რასაც დღეს ნიკა გვარამია გამოეხმაურა.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომელიც სარჩელის მომზადების პერიოდში იკავებდა ამ თანამდებობას, განმარტავს, რომ სტრასბურგმა ვერ დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობას ამ დღეებზე, რადგან ადამიანის უფლებათა კონვენცია, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იყენებს, ვერ ადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევებს ომის დროს, სხვა ნორმების გამოყენება კი, ნიკა გვარამიას შეფასებით, სტრასბურგმა ვერ გაბედა. 

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი დაკმაყოფილებულია - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი