ეთნიკური წმენდა, ხოცვა, წამება, მოროდიორობა – სტრასბურგის გადაწყვეტილებას The Guardian ეხმაურება

გამოქვეყნდა:

რუსეთმა საქართველოსთან ომში ადამიანის უფლებები დაარღვია – სტრასბურგის გადაწყვეტილებას რუსეთ–საქართველოს ომის შესახებ, ბრიტანული The Guardian ეხმაურება.

"ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიხედვით მოსკოვი პასუხისმგებელია, საქართველოს მოქალაქეების დახოცვაზე, მათი სახლების დაწვასა და მოროდიორობაზე.

კრემლი დამნაშავეა ქართველების ეთნიკურ წმენდაში და არაადამიანურ მოპყრობაში, რაც მოიცავს ქართველ ტყვეთა წამებას და საქართველოს მოქალაქეების სამხრეთ ოსეთში განდევნას" – წერენ Guardian–ის სტატიაში

სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ სასამართლოს ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა სიკვდილამდე სცემეს ტყვედ ჩავარდნილი ქართველი ჯარისკაცი, ასევე, "ქვეყანაში გაგზავნეს ტანკები, დაბომბეს მოსახლეობა და სამხედროები", ბოლომდე გადაწვეს სოფლები, შემდეგ კი ლტოლვილი მოსახლეობის უკან დაბრუნებას ხელი შეუშალეს.

"ხუთ დღეში რუსულმა ბომბდამშენებმა საქართველოზე ასზე მეტი თავდასხმა მოაწყვეს, ბომბები დასახლებულ ტერეტორიებზე ცვიოდა, უდანაშაულო ხალხი დაიხოცა და დასახიჩრდა, ლეტალური თავდასხმა იყო ქალაქ გორზეც" – სტატიაში ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ ამ ყველაფრის მტკიცებულებები, მოწმეების ჩვენებების, სატელიტის კადრების და ფოტო–ვიდეო მასალის სახით წარადგინა

" ცხინვალთან ახლოს, თავიანთი სოფლის დატოვების გამო, ქართველი ქალები ტირიან" – ფოტო სტატიიდან.

ბრიტანული გამოცემა წერს იმასაც, რომ საქართველის იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ, სტრასბურგის გადაწყვეტილებას – "ისტორიული გამარჯვება" უწოდა, რაც ამტკიცებს იმასაც, რომ აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს ნაწილია.

The Guardian-ის ცნობით, სასამართლოს სხდომაზე ქართული მხარის წარმომადგენელმა ბენ ემერსონმა თქვა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ბაიდენის პრეზიდენტობის პირველი დღის დამთხვევა შემთხვევითი არ არის.

 "ბაიდენი პუტინთან ურთიერთობებს უფრო გაამკაცრებს, ვიდრე ტრამპი, ადამიანის უფლებათა სასამართლომ როგორც იქნა რუსეთის ძალადობის შესახებ ძლიერი პოზიცია დაიჭირა" – თქვა ემერსონმა

სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ კრემლი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, მსოფლიოს ყველაზე ქმედით საერთაშორისო ორგანოს – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პოლიტიზირებულს და მიკერძოებულს უწოდებს და ამბობს, რომ ქართულმა ჯარმა თავისი საკუთარი ხალხი დაბომბა.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი