ეს არის დიდი შანსი ქვეყნისთვის - ოპოზიცია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის შეფასებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ტერიტორიების დეოკუპაციის შანსია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს დოკუმენტი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა არ აქვთ მოლოდინი, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება მას სათანადოდ გამოიყენებს. 

"განსაკუთრებით ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლით ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ გვიჩნდება კიდევ ახალი შანსი, რომელიც ჩაკარგული იყო ამ ხელისუფლების პირობებში, ახალ საფეხურზე ავწიოთ. არის ეჭვები საქართველოს ხელისუფლების მიმართა, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერაფერი ვერ გააკეთა და ვერც მომავალში ვერ უზრუნვეელყოფს მაგრამ ეს არის დიდი შანსი ქვეყნისთვის", - ამბობს ხატია დეკანოიძე, "ენმ"-ს წარმომადგენელი. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარიას თქმით, კი სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ხელთ არსებული ყველაზე მყარი არგუმენტია. 

"ამ ძალიან რთულ საერთაშორისო ვითარებაში პირდაპირ ითქვა, რომ რუსეთი არის დამნაშავე საქართველოს წინაშე. ამ გადაწყვეტილებაზე უფრო მყარი არგუმენტი, რომ რუსეთი ამ ქვეყანაში არის ოკუპანტი და ის არღვევდა ადამიანის უფლებებს არ არსებობს. ეს არის საწინდარი სამომავლოდ ამ უკანონობების აღმოფხვრისთვის... ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი ქვეყანა მოვიმხროთ", - ამბობს ელენე ხოშტარია.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანს მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება "ოცნების" ნარატივს ეწინააღმდეგება, რადგან მთავრობის წარმოომადგენლები "სულ ამბობდნენ რუსეთმა კი არა საქართველომ დაიწყო ომი... მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია".

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოცხადდა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი