ოპოზიციის შეფასებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კიდევ ერთი შანსია საერთაშორისო მასშტაბით წინ წამოწიოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი. მთავრობის ოპონენტები "ოცნებას" ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწედებენ, რათა სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დარჩეს მხოლოდ გადაწყვეტილებად.
"ჩვენ მივმართავთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომ გააკეთოს კონკრეტული განმარტება. პირველი, აპირებს თუ არა რომ ეს სამართლებრივი დავა რუსეთის წინააღმდეგ დააბრუნოს მართლმსაჯულების სასამართლოში, თავის დროზე ისინი ამბობდნენ, რომ ელოდებოდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, გამოსცა სტრასბურგმა გადაწყვეტილება აი ეხლა ამ ორი სამი თვის განმავლობაში აპირებენ თუ არა რომ ეს დავა დააბრუნონ მართლმსაჯულების სასამართლოში და მეორე, კონკრეტული ახსნა უნდა მოვისმინოთ იმასთან დაკავშირებით ეს პერიოდი რატომ არაფერი არ გააკეთეს, არ გამოიყენეს კონკრეტულად არსებული მექანიზმები, რომელზეც სასამათლომ მიგვითითა?", - ამბობს სერგი კაპანაძე, "ევროპული საქართველოს" წარამომადგენელი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ სასამართლომ არ იმსჯელა 8-12 აგვისტოს პერიოდში მომხდარ მოვლენებზე.
"მინისტრთა საბჭოს აღსრულების ზედამხევდველობის ბერკეტი გვაქვს ჩვენ, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსეთმა იმ ადამიენბს უნა გადაუხადოს კომპენსაცია... არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ რუსეთი ასეთ კომპენსაციებს იხდის ხოლმე... არ მოექცა გორის დაბომბვის ფაქტი და რა თქმა უნდა აქ პირდაპირ რუსეთის პასუხისმგებლობაზე საუბარს სასამართლომ თავი აარიდა, რაც სასამართლოს მხრიდან შემიძლია უკან გადადგმულ ნაბიჯად შევაფასო", - ამბობს ნიკა სიმონიშვილი, "საიას" თავჯდომარე.
აქვე გეტყვით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება არ ეთანხმებიან უკრაინელი მოსამართლე ანა იუდკოვსკაია, ასევე პოლონელი კშიშტოფ ვოიტიჩეკი და ლადო ჭანტურია
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში ჩვენი ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადა.
ამავე თემაზე: