ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ - სტოლტენბერგი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთ-საქართველოს ომზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქარველოს სასაგრეგბლოდ დაკმაყოფილდა ნატო-ს გენერალური მდინვანი ეხმაურება:

„ადამიანის უფლებათა სასამართლოს დავესესხები, რომლის გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი დადანაშაულებულია ადამიანის უფლებების დარღვევაში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ - თქვა იენს სტოლტენბერგმა სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

ამავე პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და თქვა, რომ აგრძელებენ მოწოდებას - გაიყვანოს რუსეთმა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარები.

მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. 

მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც დაკავშირებულია კოვიდ-19-ის პანდემიასთან, ნატო და საქართველო აგრძელებენ პარტნიორობის გაძლიერებას. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს მიღწევებს და შევაფასებთ რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში. გასულ წელს ჩვენ გავაფართოვეთ ნატო -საქართველოს არსებითი პაკეტი, რაც ეხმარება საქართველოს გაატაროს რეფორმები, გააძლიეროს თანამშრომლობა მოკავშირეებთან და გააგრძელოს წვლილის შეტანა ერთობლივ უსაფრთხოებაში. პრეზიდენტმა და მე დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ტრენინგები და წვრთნები და საზღვაო მხარდაჭერის გაძლიერება. დღეს ჩვენ, ასევე, განვიხილეთ უსაფრთხოების სიტუაცია შავი ზღვის რეგიონში და რუსეთის მხრიდან მიმდინარე სამხედრო ძალის გაძლიერება. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში" ამბობს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიმართა და უთხრა, რომ მისი ყოფნა ბრიუსელში, საქართველო-ნატოს მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი