იმედი მაქვს ბაიდენის გუნდი საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად წინ წასწევს – ჰოჯესი

გამოქვეყნდა:

საქართველოში დემოკრატიის კუთხით უკუსვლაა – აშშ–ის გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა europe time- თან ინტერვიუში საქართველოს შესახებ ისაუბრა.

ჰოჯესის თქმით, რა გზას აირჩევს საქართველო, ეს მხოლოდ მისი მოქალაქეების გადასაწყვეტია, თუმცა ქვეყანაში კრემლის გავლენის ზრდა შეშფოთებას იწვევს.

"შეშფოთებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ თითქოს გადაუხვია დემოკრატიის, გამჭირვალობისა და ნატოში გაწევრიანების გზას. არაფერი კარგი არ მოხდება ახალგაზრდა ქართველებისთის, თუ მათი ქვეყნის მთავრობა დასავლური ინტეგრაციის გზიდან გადახვევას გადაწყვეტს" – თქვა გენერალმა ჰოჯესმა

ჰოჯესმა ასევე ისაუბრა, საქართველოში დაგეგმილ ირანის პრეზიდენტის ვიზიტზე და თქვა, რომ თეირანისა და მოსკოვის აქტიურობა საქართელოში, კარგი არ უნდა იყოს.

გარდა ამისა, ჰოჯესი ინტერვიუში, ენტონი ბლინკენის საქართველოზე განცხადებასაც გამოეხმაურა.

"კარგი ნიშანია, რომ ბაიდენის წარდგენილმა მომავალმა სახელმწიფო მდივანმა, საქართველოზე ისაუბრა, იმედი მაქვს რომ ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად ძლიერად წასწევს წინ, თუმცა გერმანიის, საფრანგეთის და ბრიტანეთის მხარდაჭერა დაგვჭირდება"  – თქვა ბენ ჰოჯესმა

შეგახსენებთ, რომ ბაიდენის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას რუსეთი ხელს ვერ შეუშლის.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი