შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო ტალღა აქტიურდება.

ცნობილი ხდება, რომ აქციას გეგმავს "გირჩი მეტი თავისუფლება". აქცია 24 იანვარს იგეგმება და დეტალებზე პარტიის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ერთი დღის ადრე ისაუბრებს.

ცნობილია, რომ ჯაფარიძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოძრავების გარდა, ქვეყნის სრულად გახსნას ითხოვს.

გარდა ამისა, ტრანსპორტზე შეზღუდვებს გააპროტესტებენ და მოხსნას მოითხოვენ, ორშაბათს, 25 იანვარს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქცია, რომელიც "ფეისბუქით" დაიგეგმა, 18 საათზე დაიწყება. აქციაზე მოითხოვენ კომენდანტის საათის გაუქმებასაც, როემელიც ასევე 1 მარტამდე ძალაში რჩება.

კვირას, 24 იანვარს მზიურში აქციას გეგმავენ მშობლები, რომლებიც სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნის გეგმას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია რომ ბაღები ონლაინ ვერ ფუნქციონირებს, ხოლო ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო, ათასობით ბავშვი განათლებას ვერ იღებს.

მშობლების აქცია 16 საათზეა დაანონსებული.

შეგახსენებთ, მთავრობამ დღეს შეზღუდვების მხოლოდ მცირე ნაწილი მოხსნა და ის, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებდა - გაჩერებული ტრანსპორტი - ძალაში დატოვა.

რა იხსნება და რა არა - დეტალურად ნახეთ მოცემულ ბმულზე

სანახევროდ მოხსნილი შეზღუდვები

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი