აი, ეგ სამი უნდა დასვა 200-ლარიან დახმარებაზე და ვნახავთ როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ - ამბობს "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას.
"უნდა დასვა 200-ლარიან დახმარებაზე, აი, ესენი გამყრელიძე, ცერცვაძე და რა გვარია, იმნაძე ხო, მე მგონი. აი, ეგ სამი უნდა დასვა 200-ლარიან დახმარებაზე და ვნახავთ როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ. უნდა უთხრა, რომ იჯექი სახლში, არ გამოხვიდე, ნახე და მომეცი რეკომენდაციები. ისინი თვითონ კი არ ადგანან პაციენტებს თავზე, რეკომენდაციებს იძლევიან", - განაცხადა ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ჯაფარიძე ქვეყნის სრულად გახსნას ითხოვს და ამ მოთხოვნით 24 იანვარს მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს.
იგივე მოთხოვნებით საზოგადოების ნაწილმა აქციები უკვე დაიგეგმა დედაქალაქ სხვადასხვა ადგილას.