ბრიტანეთის საელჩო საქართველოში სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის შესახებ საქართველოს სარჩელის დაკმაყოფილებას ეხმაურება და წერს, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიოტრიულ მთლიანობას.
"გაერთიანებული სამეფო მიესალმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და მათი დადგენილებით რუსეთის პასუხისმგებლობას: მკვლელობებზე, წამებასა და მოქალაქეების იძულებით გადაადგილებაზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების კონტროლის პერიოდში, რომელიც დღემდე გრძელდება.
რუსეთმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები", - წერია საელჩოს განცხადებაში.
ამ საკითხს გამოეხმაურა ამერიკის საელჩოც, რომელმაც აღნიშნა, რომ სტრასბურგმა გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში ჩვენი ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები: