თავისუფლება ალექსეი ნავალნის - რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

რუსეთის საელჩოსთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები პუტინის რეჟიმს უპირიპირდებიან. აქციის მთავარი მოტივი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებაა. აქციის წევრები ასევე აპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას საქართველოსა და უკრაინაში.

"საქართველო უნდა იყოს ერთიანი, ჩვენ ვაპროტესტებთ პუტინის პოლიტიკას რუსეთსა და მთელ მსოფლიოში, თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს... ნავალნის მთელი მსოფლიო აღიარებს პოლიტიკურ პატიმრად", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსეთის 65-ზე მეტ ქალაქში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მხარდამჭერი საპროტესტო აქცია იმართება.

ცნობისთვის, ზაფხულში "ნოვიჩოკით" მოწამლული პუტინის მთავარი კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, ერთი კვირის წინ, გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს და რამდენიმე ბრალდება წაუყენეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი