შსს-ს მხრიდან ქვეყნიდან გასვლაზე ჯერ უარს, ხოლო შემდეგ ნების დართვას გიგი უგულავა ეხმიანება

გამოქვეყნდა:

გიგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა აღარ უფიქსირდება და მას სახელმწიფო საზღვარის გადაკვეთის უფლება აქვს - შინაგან საქმეთა სამისტრომ პრობლემა მოაგვარა, თუმცა, მას შემდეგ, რაც "ევროპული საქართველოს" ლიდერი საზღვრიდან მოაბრუნეს.

გიგი უგულავა ამბობს, რომ ხელისუფლება სულ უფრო ემსგავსება პუტინის რუსეთს. 

"ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ან პოლიტიკური ნიშნით შეიძლება გადაადგილება შეგიზღუდონ, ან გადაადგილება შეიძლება შეგზღუდონ იმიტომ, რომ უწყებებს შორის კომუნიკაცია არ არის, ან ორივე ერთად.

ჩემს შემთხვევაში ხდება ორივე, ამ შემთხვევაში პოლიტიკური ნიშნითაც ხდება შეზღუდვა და შემდეგ ყველაფერ ამის ახსნა ხდება, როგორც ჩვენ განცხადებიდან მოვისმინეთ - ტექნიკური მიზეზებით და უწყებრივი გადაბრალებით. წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც დილის 6 საათზე მიდის აეროპორტში, აქვს ბილეთი, ჩაბარებული აქვს ბარგი, არ უშვებენ და შემდეგ ასეთ ახსნებს ეუბნებიან.

ასე შუშის თვალებით, ასე დამცინავად, მათ შორის იყო ფინანსური ზიანის მიყენებით და ასე შემდეგ. იქცევა პუტინის რუსეთი და ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ჩვენი ხელისუფლება ემსგავსება და სულ უფრო მეტად პუტინის რეჟიმს", - თქვა გიგი უგულავამ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიას მომხდარ ინციდენტს ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურ დევნად აფასებენ - ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება განსხვავებულ აზრს პუტინის მეთოდებით დევნის.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს და ოპოზიციის ლიდერებს მაქსიმალურად უზღუდავენ გადაადგილების საშუალებას, მათ შორის ქვეყნის დატოვების საშუალებას. ეს არის პირდაპირი ნიშანი ამ შეშინებული ხელისუფლების, როგორ უფრთხის ოპოზიციის ყველა ნაბიჯს", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ზაალ უდუმაშვილი

"მმართველობის სტილი "ქართული ოცნებისა" ყველა მიმართულებით არის ძალადობა და უგულებელყოფა კანონებისა, ესეც გიგი უგულავას შეყოვნება საკონტროლო პუნქტთან არის უკანონობის ერთერთი გამოხატულება", - თქვა "სახელმწიფო ხალხისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნატო ჩხეიძემ

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს და საზღვარზე არ გაუშვეს. მან საქმის შესწავლა სახალხო დამცველს სთხოვა. "დღის სტუმარის" ერთერში, უგულავამ აღნიშნა, რომ საზღვრის გადაკვეთას ამჯერად ხვალ შეეცდება, ხოლო თუ ეს ისევ ვერ მოახერხა რეგულაციების წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას შეუერთდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი