შინაგან საქმეთა სამინისტრო, დღეს, თბილისის აეროპორტში გიგი უგულავასთან მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი.
უწყება დღეს მისთვის საზღვრის გადაკვეთის აკრძალავს იმით ხსნის, რომ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება მათ მიღებული არ ჰქონდათ და ბაზაში მონაცემები ამ მიზეზით უცვლელად იყო დატოვებული.
"საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. „ფონდების“ საქმეზე, გიორგი უგულავას მიესაჯა საპატიმრო სასჯელი, ხოლო აეროპორტში მომხდარი ძალადობის საქმეზე სასამართლო განხილვის ეტაპზე, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების თაობაზე.
პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია, შესაბამისად ბაზაში მონაცემები დარჩა უცვლელი. აქედან გამომდინარე გიორგი უგულავამ ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი", - წერია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს და საზღვარზე არ გაუშვეს. მან საქმის შესწავლა სახალხო დამცველს სთხოვა. "დღის სტუმარის" ერთერში, უგულავამ აღნიშნა, რომ საზღვრის გადაკვეთას ამჯერად ხვალ შეეცდება, ხოლო თუ ეს ისევ ვერ მოახერხა რეგულაციების წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას შეუაერთდება.